აბბა ალავერდელ მიტროპოლიტ დავითს დაბადების დღე მიულოცა გიორგი ალადაშვილმა

კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ალადაშვილმა, დაბადების დღე მიულოცა აბბა ალავერდელ მიტროპოლიტს მეუფე დავითს და აღნიშნა, რომ მისი ღვაწლი განუზომლად დიდია როგორც ეპარქიისთვის, ასევე, მრევლისთვის.
“აბბა ალავერდელ მიტროპოლიტს მეუფე დავითს ვულოცავ დაბადების დღეს!
უმნიშვნელოვანესია თქვენი სასულიერო მოღვაწეობა და ღვაწლი ეპარქიისა და მრევლისათვის.
გისურვებთ მხნეობას, დღეგრძელობას და კეთილდღეობას.
დიდება თქვენს მეუფებას!
გიორგი ალადაშვილი
კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული.”